მისია

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიზანია ისეთ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარება, რომელიც პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, აზრის მრავალფეროვნებას და პლურალიზმს, ყველა პიროვნების ავტონომიას და თანასწორობას.


ამ მიზნის მისაღწევად თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი ესწრაფვის ადამიანის უფლებების ირგვლივ ადგილობრივი მკვლევარების, პრაქტიკოსი იურისტების და სტუდენტების კონსოლიდაციას უფლებათა შესახებ ცოდნის ამაღლების, ახალი ცოდნის შექმნისა და ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.