პროექტის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. უშუალო დემოკრატიის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო წინადადების მომზადება და საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოში ამერიკისსაელჩოსმხარდაჭერითახორციელებს პროექტს - „დაწერეკანონი".

 

დაწერეკანონის" მიზანიაროგორცსაკანონმდებლოპროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზისდახვეწა , არსებული ხარვეზების გამოაშკარავებადააღმოფხვრა. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობასაძლევს ნებისმიერადამიანს გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე.

პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში გაიმართა ტრენინგები.ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საკანონმდებლო პროცესს და ასევე, იმ მექანიზმებს, რომელიც არსებობს კანონშემოქმედებაში მოქალაქეთა ჩართულობისთვის.

 

პროექტი ყველა დაინტერესებულ პირსაძლევს საშუალებას, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებებიადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებას. იდეებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელშიც შედიან ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები; საქართველოს პარლამენტის წევრები. მოსაზრებები, თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, მოგვიანებით საკანონმდებლო წინადადებადიქცევა და პარლამენტში გაიგზავნება.


იდეის წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით:


ვებ-აპლიკაციით: http://nihr.freeuni.edu.ge/form/geo


ელ-ფოსტის მეშვეობით: nihr@freeuni.edu.ge


Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/freeunischooloflaw


ბეჭდური ვერსია მისამართზე: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი 0159


 

შეავსეთ ვებ-აპლიკაცია