ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები

გაერთიანებული ერები


გაეროს უნივერსალური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოიცავს შემდეგ მექანიზმებს:


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო , რომლის მიზანია ადამიანის უფლებების პატივისცემის და დაცვის ხელშეწყობა; 


გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და მისი ოფისი ;


გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი , რომლის მეშვეობითაც ადამიანის უფლებების საბჭო ახორციელებს გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგს. 


-ადამიანის კონკრეტული უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით შექმნილი სპეციალური პროცედურები( სპეციალური წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, სპეციალური მომხსენებელი დისკრიმინაციის და ქსენოფობიის აღმოფხვრის საკითხებზე და ა.შ.) 


-ადამიანის უფლელების და თავისუფლებების შესახებ გაეროს ფარგლებში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი სახელშეკრულებო ორგანოები (გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი, წამების აკრძალვის კომიტეტი და ა.შ.).



ევროპის საბჭო


 

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროპის საბჭოს მექანიზმები მოიცავს მოიცავს როგორც ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ დაარსებულ მექანიზმებს. მაგალითად:


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ; 


- ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ; 


წამების პრევენციის კომიტეტი


ეროვნული უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი


რასიზმის და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია