აკადემიური დირექტორი



 

ეკატერინე ლომთათიძე

აკადემიური დირექტორი

სამუშაო გამოცდილებაეკატერინე ლომთათიძეს აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. 2006-2007 წლებში ის იყო კონსტიტუციური სამართალწარმოების იურისტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ სამართლებრივ მრჩევლად (2008-2012), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩევლად (2012-2013) და ევროკავშირის პროექტის "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ანალიტიკოსად (2013-2014). ის აგრეთვე ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში  კონსულტანტად.

 

აკადემიური საქმიანობა2011-2013 წლებში ეკატერინე ლექციებს კითხულობდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (შესავალი სამართლის ფილოსოფიაში, ადამიანის უფლებების სამართალი, კონსტიტუციური სამართლის კლინიკა). ამჟამად ის უძღვება ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის კლინიკის კურსებს.

 

განათლება: ეკატერინეს განათლება მიღებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში (იურიდიული ფაკულტეტი), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა (ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა) და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (სამართლის მაგისტრი). ამჟამად, ის არის სამართლისა და ეკონომიკის ევროპული პროგრამის დოქტორანტი.