2018

შეჯიბრი ადამიანის უფლებების სამართალში

2018 წლის24-25ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში: იმიტირებული სასამართლო პროცესები.


შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა8 გუნდი საქართველოს4უნივერსიტეტიდან.შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი სახელწოდებითSui Generis, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა გუნდიMa`at.საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვაMa`at-ის გუნდის წევრმა - თამარ აბრამიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა"-ში გაივლის სტაჟირებას. შეჯიბრის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სერტიფიკატით, ბრენდირებული ჩანთით, მეხსიერების ბარათით და წიგნით.


შეჯიბრი განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.


საქმე