2016


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს უზენაესს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვა გაიმართა. საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორმა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების წარმომადგენლებმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა მზია თოდუამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აკადემიის როლზე ისაუბრეს.


უნივერსიტეტებმა ტრადიციულად გამოავლინეს წლის ადამიანის უფლებათა დამცველი. 2016 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი მუშაობისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი/ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ქეთევან ერემაძემ დაჯილდოვდა.


ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 5-10 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები, დისკუსიები და ოლიმპიადები გაიმართა.


კვირეული ყოველწლიურად, დეკემბრის თვეში ხორციელდება. მისი მიზანი, უნივერსიტეტებისერთობლივიძალისხმევით, ადამიანისღირსების,თავისუფლებისდაკანონისწინაშეთანასწორობისგანმტკიცებაა.


კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის, სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.


კვირეულის მხარდაჭერისთვის ორგანიზატორები მადლობას უხდიანUSAID-ისდაფინანსებულაღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამას„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში"(EWMI PROLoG);გაეროსადამიანისუფლებათაუმაღლესიკომისრისოფისსსამხრეთკავკასიაში (OHCHR)დაგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).


 


დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კვირეულის პროგრამა