ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება, მას 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ხორციელდება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური გუნდის ძალისხმევით და მასში საქართველოში მოქმედი 7 უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევარები და სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. კვირეული არის უნიკალური აკადემიური პლატფორმა, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებათა სამართლის შესახებ იდეათა ურთიერთგაცვლას და რომელიც ერთმანეთთან აკავშირებსადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში მოღვაწე მკვლევარებს, პროფესორებს, მოსამართლეებს, აქტივისტებს და სტუდენტებს. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტები ყოველწლიურად აჯილდოვებენ წლის უფლებათა დამცველს.

კვირეულის პარტნიორები არიან საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).