2015

7-11 დეკემბერს, საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართა.


კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებების განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები და დისკუსიები ჩატარდა. ამასთან, 11 დეკემბერს უნივერსიტეტები 2015 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტი დააჯილდოვდა.


კვირეული გაიხსნა 7 დეკემბერს, 17:30 საათზე საჯარო დისკუსიით "სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში", რომელიც თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში გაიმართა.


კვირეულის ორგანიზატორები:


თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს უნივერსიტეტი;

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.


კვირეულის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

 


USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამა (EWMI- PROLoG );
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR);
თბილისის მედიათეკების გაერთიანება.
იხ.კვირეულის სრული პროგრამა