დავით ზედელაშვილი
მთავარი მკვლევარი

 

აკადემიური საქმიანობა: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დავითი ლექციებს კითხულობს საკონსტიტუციო სამართალსა და სამართლის ფილოსოფიაში. როგორც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი დავით ზედელაშვილი იყო საბაზისო კურსების ლექტორი ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამებში.

 

განათლება: დავით ზედელაშვილი არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მას ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების სამართალში და სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 სამუშაო გამოცდილება: დავით ზედელაშვილს აქვს სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება; იყო მკვლევარი ტორონტოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. დავით ზედელაშვილი ასევე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე. იგი არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და სტატიის ავტორი საკონსტიტუციო სამართლის განხრით.