2014

ადამიანის უფლებათა კვირეული: 1-10 დეკემბერი, 2014

1-10 დეკემბერს, საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებების განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე, საჯარო ლექციები და დისკუსიები ჩატარდა. ამასთან, 10 დეკემბერს უნივერსიტეტები 2014 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტები დააჯილდოეს. ადამიანის უფლებათა სამართლის კვირეულს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ორგანიზატორი უნივერსიტეტები:
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის პარტნიორები:
USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP);
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.