ტრენინგები

2018-10-05
შესავალი სამართალში სწავლების მეთოდოლოგიაზე სამუშაო შეხვედრა

5 ოქტომბერს სამართლის შესავალი კურსის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ნათია ხანთაძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ზედელაშვილი. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამართლის შესავალი კურსის ფარგლებში ადამიანის უფლებათა განვითარების ისტორიული კონტექსტი და სამართლის უზენაესობის სწავლების მეთოდოლოგია. სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო სამართლის შესავალი კურსების სწალების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების შესახებ მსჯელობა და სასწავლო მასალების გაზიარება. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.