ტრენინგები

2018-10-12
შესავალი სამართალში სწავლების მეთოდოლოგიაზე სამუშაო შეხვედრა

12 ოქტომბერს სამართლის შესავალი კურსის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ნათია ხანთაძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ზედელაშვილი. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამართლის შესავალი კურსის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლის უზენაესობის თეორია და დოქტრინა. სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო სამართლის შესავალი კურსების სწალების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების შესახებ მსჯელობა და სასწავლო მასალების შეჯამება.სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.