ტრენინგები

2015-11-09
"დაწერე კანონი" - ტრენინგი რუსთავში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „დაწერე კანონი".


დაწერე კანონის" მიზანია როგორც საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული ხარვეზების გამოაშკარავება და აღმოფხვრა. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე.


პროექტის ფარგლებში 19 ნოემბერს, 11:00 საათზე ქ.რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (კოსტავას ქ.22) ჩატარდება ტრენინგი, რომელში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა საკითხებს, საკანონმდებლო პროცესს და ასევე, იმ მექანიზმებს, რომელიც არსებობს კანონშემოქმედებაში მოქალაქეთა ჩართულობისთვის. ტრენინგს ჩაატარებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი იაგო ხვიჩია.


პროექტი ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას,წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებას. მოსაზრებები, თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, მოგვიანებით საკანონმდებლო წინადადებად იქცევა და პარლამენტში გაიგზავნება.


პროექტი თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში განხორციელდება და მასში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტები და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.


ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://goo.gl/forms/Cm9nd3g7ny  ან დაუკავშირდით ანა ქებაძეს - 577222341; a.kebadze@freeuni.edu.ge