ტრენინგები

2015-02-28
პროფესიული ტრენინგი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის

თავისუფალ უნივერსიტეტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის პროფესიული ტრენინგი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR) სამოქალაქო სექტორის მიერ ალტერნატიული ანგარიშების მომზადების შესახებ 21-28 თებერვალს ჩატარდა.

 

ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების უფლებამოსილება; უნივერსალური პერიოდული მექანიზმი (UPR); საქართველოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციები და წარდგენილი ანგარიშები; საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, მისი სამოქმედო გეგმა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მისი მონიტორინგის შესაძლებლობები. 

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR) სამოქალაქო სექტორის მიერ წარსადგენი ალტერნატიული ანგარიშების პროექტები მოამზადეს საქართველოს მეორე პერიოდული მიმოხილვისთვის.

პროფესიული ტრენინგი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.