ტრენინგები

2015-04-21
სემინარი „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის



ვროპის საბჭო, პროექტის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, აგრეთვე, სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს ერთდღიან სემინარს „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები".


სემინარები ჩატარდება 2015 წლის 15 და 16 მაისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 09:00 სთ-დან 18:0სთ-მდე.

 

სემინარის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და წარდგენის წესს, აგრეთვე დროებითი ღონისძიებების მოთხოვნის საკითხს. სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეები უშუალოდ იმუშავებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადებაზე.

 

ტრენინგს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი - ნათია ჯაფარიძე და ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში - ბესარიონ ბოხაშვილი.


ტრენინგში მონაწილეობისთვის:


- სავალდებულოა ადამიანის უფლებათა სამართლის და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის ზოგადი ცოდნა;


- სასურველია ინგლისური ენის ფლობა.


ტრენინგი მონაწილეობა უფასოა.


მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ CV ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.geწერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: საერთაშორისო სემინარი.


მონაწილეების შერჩევა მოხდება ბიოგრაფიის (CV) და საჭიროების შემთხვევაშიგასაუბრების საფუძველზე.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 7 მაისი, 18:00 საათი.