ტრენინგები

2014-10-26
ინტენსიური ტრენინგი სტუდენტებისთვის „ადამიანის უფლებების სამართალი: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში არსებული გამოწვევები“

ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ინტენსიური ტრენინგი „ადამიანის უფლებების სამართალი: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში არსებული გამოწვევები" განახორციელა. ტრენინგი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2014 წლის 23-36 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ბაკალვრიატისა და მაგისტრაურის სტუდენტებმა მიიღეს.


ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ადამიანის უფლებების სამართლის განვითარება და ისტორია, ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები, დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობა, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება. ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან შედგებოდა.