პროექტის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. უშუალო დემოკრატიის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო წინადადების მომზადება და საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „დაწერე კანონი".

 

დაწერე კანონის" მიზანია როგორც საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული ხარვეზების გამოაშკარავება და აღმოფხვრა. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ადამიანს გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე.

პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში გაიმართა ტრენინგები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საკანონმდებლო პროცესს და ასევე, იმ მექანიზმებს, რომელიც არსებობს კანონშემოქმედებაში მოქალაქეთა ჩართულობისთვის. 

 

პროექტი ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას,წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებას. იდეებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელშიც შედიან ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები; საქართველოს პარლამენტის წევრები. მოსაზრებები, თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, მოგვიანებით საკანონმდებლო წინადადებად იქცევა და პარლამენტში გაიგზავნება.


იდეის წარმოდგენა შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით:


ვებ-აპლიკაციით: http://nihr.freeuni.edu.ge/form/geo   


ელ-ფოსტის მეშვეობით: nihr@freeuni.edu.ge


Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/freeunischooloflaw


ბეჭდური ვერსია მისამართზე: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი 0159


 

შეავსეთ ვებ-აპლიკაცია