აკადემიური თანადირექტორი

გიორი მშვენიერაძე

სამუშაო გამოცდილება: გიორგი მშვენიერაძეს საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით იურისტად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. გიორგი 2005-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი 2012 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად.

აკადემიური საქმიანობა: გიორგი მშვენიერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2007 წლიდან სხვადასხვა დროს ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში (კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი).

განათლება: გიორგი მშვენიერაძემ 2005 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ხარისიხი - მაგისტრთან გათანაბრებული). დღესდღეობით არის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.