ზამთრისა და ზაფხულის სკოლები

2016-09-09
საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები"

2016 წლის 9-14 სექტემბერს ქ. ბათუმში, საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები", საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ჩატარდა.

საზაფხულო სკოლა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამისა "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით განხორციელდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ბაკალავრიატის II-IV კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღეს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში საკონსტიტუციო განხილვის მიღწევები და გამოწვევები", ხოლო უშუალოდ სკოლის მსვლელობისას სტუდენტებმა ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ სიღრმისეული თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნა მიიღეს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები, სკოლის ფარგლებში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ანდრას შაიოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებსა და სფეროში მოღვაწე ექსპერტებს შეხვდნენ.

სკოლის დროს მიღებული თეორიული ცოდნის გარდა სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეესრულებინათ პრაქტიკული დავალებები და ასევე, ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულიყვნენ.

საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.


სრული ფოტო მასალა იხილეთ იხილეთ

საზაფხულო სკოლის მასალები