ზამთრისა და ზაფხულის სკოლები

2017-09-10
საზაფხულო სკოლა: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში".

       
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით ჩატარდა საზაფხულო სკოლა: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში".
სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვნენ : ბილ რიჩი, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკატერინე ლომთათიძე, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი და ლევან მაისურაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.საზაფხულო სკოლა ჩატარდა აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. საზაფხულო სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.