ზამთრისა და ზაფხულის სკოლები

2015-09-18
საზაფხულო სკოლა „დაკავების სტანდარტები და პროცედურები ადამიანის უფლებათა სამართალში“

   

15-18 სექტემბერს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საზაფხულო სკოლა „დაკავების სტანდარტები და პროცედურები ადამიანის უფლებათა სამართალში" განხორციელდა. მასში მონაწილეობა სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა მიიღეს.


საზაფხულო სკოლა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის ექსპერტებთან ერთად მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით პირის თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; საქართველოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების სტანდარტები და პროცედურები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა; პირის თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში.


საზაფხულო სკოლა თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა


დღის წესრიგი

საზაფხულო სკოლის მასალები