არქივი

2019-05-15
საჯარო ლექცია: გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ „აი ისა“-ს საქმის შესახებ სასამართლო პრაქტიკის განხილვა

2019 წლის 22 მაისს, 16:30-ზე ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ხელმძღვანელის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, გიორგი მშვენიერაძის და არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საქართველოს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორის ედუარდ მარიკაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.


ლექცია ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მცირე საკონფერენციო დარბაზში.


დასწრება თავისუფალია.


საჯარო ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)ხელშეწყობით.