არქივი

2019-04-30
საჯარო ლექცია: გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში.

2019 წლის 25 აპრილს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილში საქართველოსა და საზღვარგარეთის სასამართლოების პრაქტიკაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)'' ხელშეწყობით.

ფოტო ალბომი იხილეთ ბმულზე