არქივი

2019-04-18
საჯარო ლექცია: გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში


2019 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნინო ბაქაქურის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან მესხიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.

 

ლექცია ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მე-200 აუდიტორიაში.


დასწრება თავისუფალია.

 

საჯარო ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)'' ხელშეწყობით.