არქივი

2019-03-12
შეხვედრა მოსამართლეებთან

2019 წლის 11 მარტს, ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" პროექტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ქალ მოსამართლეებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე, რომლებმაც სტუდენტებს გაუზაირეს საკუთარი გამოცდილება, ის პროფესიული სირთულეები და წინაღობები, რომელთა დაძლევაც მათ მოუხდათ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.