არქივი

2019-03-06
შეხვედრა მოსამართლეებთან

2019 წლის 11 მარტს 17:00 საათზე, ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ორგანიზებით გაიმართება ქალ მოსამართლეებთან შეხვედრაშეხვედრაზე მოსამართლეები სტუდენტებს უამბობენ საკუთარი კარიერული გზის, წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე გაუზიარებენ აშშ-ის სასამართლოებში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებულ გამოცდილებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოსამართლეებს დაუსვან შეკითხვები.


შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის რეჟიმში.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე.


მოსამართლე ანა გოგიშვილი 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.


მოსამართლე მადი ჩანტლაძე 2015 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი შემდეგ სწავლობდა ადამიანის უფლებათა სამართლის ბირმინგემის უნივერსიტეტში.


შეხვედრა ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მცირე საკონფერენციო დარბაზში.


დასწრება თავისუფალია.


შეხვედრა ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)"ორგანიზებით.