არქივი

2018-12-10
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიება

2018 წლის 10 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა მორის შალიკაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ვასილ როინიშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია ხანთაძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, და ადამ შმიტმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა.

კვირეულის დახურვის ფარგლებში გაიმართა წლის ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება. ჯილდო გადაეცა ქეთი დევდარიანს, ცნობილი ქართული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავისთვის მიძღვნილი გამოფენა. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცა წიგნები.

ღონისძიება დასრულდა  საჯარო დისკუსიით - კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტო ალბომის სრულიად სანახავად ეწვიეთ ბმულს