არქივი

2018-12-07
საჯარო დისკუსია თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გაეროს სისტემაში - ძირითადი მიღწევები და გამოწვევები

2018 წლის 7 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გაეროს სისტემაში - ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. საჯარო დისკუსიას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბესარიონ ბოხაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, გაეროს წამების კომიტეტის (UNCAT) წევრი და თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016 წლებში) გიორგი ტუღუში. დისკუსიის ფარგლებში ბესარიონ ბოხაშვილმა ისაუბრა გაეროს შექმინის ისტორიული კონტექსტის და მის სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტების განვითარების სტადიებზე, ხოლო გიორგი ტუღუშმა სტუდენტებს წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტში მისი საქმიანობის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მომხსენებლებმა უპასუხეს მონაწილეების შეკითხვებს. საჯარო დისკუსია გაიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით.