არქივი

2018-12-04
კვლევის პრეზენტაცია - პირადი თავისუფლება და ავტონომია

2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კვლევის პრეზენტაცია "პირადი თავისუფლება და ავტონომია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულებაში”. კვლევა თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური გუნდის მიერ მომზადდა და მისი ავტორები ეკატერინე ლომთათიძე, ნათია ხანთაძე და დავით ზედელაშვილი არიან.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პრეზენტაცია გაიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.