არქივი

2018-12-03
ადამიანის უფლების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გახსნა

2018 წლის 3 დეკემბერს Rooms Hotel Tbilisi-ში ადამიანის უფლების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა. გახსნით ღონისძიებაზე უნივერსიტეტების და კვირეული მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიესალმენ დამსწრე სტუმრებს და გააცნეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. კვირეული 10 დეკემბრამდე გასტანს და წელს კვირეულში საქართველოს 10  უნივერსიტეტი მონაწილეობს.

გახსნის შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, შშმ პირების უფლებები: მიღწევები და გამოწვევები. დისკუსიის ფარგლებში 4 უნივერსიტეტის შშმ სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან როგორც განათლების მიღების პროცესში ასევე ყოველდღიურ ცოვრებაში, ხოლო სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ ისაუბრეს შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სამართლებრივ პრობლემებზე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).