არქივი

2018-11-26
შეჯიბრი ადამიანის უფლებების სამართალში

 2018 წლის 24-25 ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში: იმიტირებული სასამართლო პროცესები.


შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი საქართველოს 4 უნივერსიტეტიდან. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი სახელწოდებით Sui Generis, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Ma`at. საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვა Ma`at-ის გუნდის წევრმა - თამარ აბრამიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა"-ში გაივლის სტაჟირებას. შეჯიბრის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სერტიფიკატით, ბრენდირებული ჩანთით, მეხსიერების ბარათით და წიგნით.


შეჯიბრი განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.