არქივი

2018-11-20
საჯარო დისკუსია საქმეზე “საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ საჯარო დისკუსიას 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწვეტილებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციის შეზღუდვის შესახებ.

საჯარო დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თანამშრომლები, საკონსტიტუციო სამართლის მკვლევარები, კანონმდებლები, პროფესორები და სტუდენტები.

დისკუსია გაიმართება 2018 წლის 21 ნოემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო IOTA-ში (მისამართი: ლერმონტოვის 10). 

დასწრება თავისუფალია. 

საჯარო დოსკუსიის ფორმატს მხარს უჭერს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი.