არქივი

2018-11-19
ტრენინგი ადამიანის უფლებების სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე გუნდებისთვის


2018 წლის 18 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ტრეინინგი ჩატარდა. 

ტრეინინგში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (სათადარიგო გუნდი) გუნდები მონაწილეობდნენ. 

ტრეინინგის მსვლელობისას ნათია ხანთაძემ და დავით ზედელაშვილმა მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. სესიის ბოლოს ფარული კენჭისყრის საფუძველზე გუნდებმა მოსარჩელისა და მოპასუხის როლები გაინაწილეს.

შეჯიბრი ხორციელდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.