არქივი

2018-10-26
ვაკანსია - სტაჟიორი

ვაკანსია - სტაჟიორი


თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე.

სტაჟიორი დასაქმდება ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის პროექტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების, კვლევისა და უნარების განვითარებაზე დაფუძნებული სწავლების გაუმჯობესება", რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით.

ვალდებულებები:
პროექტის გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების ორგანიზებაში და განხორციელებაში დახმარება;
პროექტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:
სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, 
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დროის ეფექტურად განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის  და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
მეორე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.

ანაზღაურება - 300 ლარი;
სამუშაო პერიოდი - 2 თვე (2018 წლის ნოემბერი/დეკემბერი);
დატვირთვა - სრული განაკვეთი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „სტაჟიორი". განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ნოემბრის 18:00 საათი. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #240;
ვებ-გვერდი: http://nihr.freeuni.edu.ge/