არქივი

2018-09-28
შესავალი სამართალში სწავლების მეთოდოლოგიაზე სამუშაო შეხვედრა

 

28 სექტემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით,   სამართლის შესავალი კურსის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ნათია ხანთაძე და  თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ზედელაშვილი. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამართლის შესავალი კურსის ფარგლებში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და სამართლის წყაროების სწავლების მეთოდოლოგია. სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო სამართლის შესავალი კურსების სწალების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების შესახებ მსჯელობა და სასწავლო მასალების გაზიარება.


სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.