არქივი

2018-09-09
საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში“

სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში".


მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, რომლებიც გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 200-მდე დარეგისტრირებული კანდიდატიდან. სკოლა 4 დღეს გაგრძელდება და მონაწილეები მოისმენენ ლექციებს  შემდეგ საკითხებზე:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; აშშ- და კანადის სასამართლოების პრაქტიკა.

საზაფხულოსკოლის ლექციებს გაუძღვებიან: ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი ეკატერინე ლომთათიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ზედელაშვილი და მოწვეული ლექტორი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქრეიგ მარტინი.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.