არქივი

2018-07-27



სამუშაო შეხვედრა პირადი ავტონომიის კვლევაზე

2018 წლის 25 ივლისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პირადი ავტონომიის შედარებით კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევაზე მუშაობდა თბილისის თავისუაფალი უნივერსისტეტის აკადემიური გუნდი,  კერძოდ კი ნათია ხანთაძე, დავით ზედელაშვილი და ეკატერინე ლომთათიძე. კვლევა ეხება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამრთლოს და აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკაში.

სამუშაო შეხვედრისას მკვლევარებმა მონაწილეებს გააცნეს კვლევის ზოგადი მიზნები, მისი სტრუქტურა, მეთოდოლოგია და ძირითადი მიგნებები. შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრება ცალკე თავის შექმნის შესახებ, სადაც მკვლევარები შეაჯამებენ მიგნებებს და პრაქტიკოსებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტებისთვის შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს. მონაწილეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები აისახება კვლევის საბოლოო ვერსიაში.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.