არქივი

2018-06-28
საჯარო ლექცია თემაზე ადამიანის უფლებათა გამოწვევები საქართველოს სამეზობლოში

2018 წლის 4 ივლისს 17:00 საათზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე ადამიანის უფლებათა გამოწვევები საქართველოს სამეზობლოში.

2018 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 70 წლის გახდება, თუმცა მსოფლიოში ადამიანის უფლებების კუთხით დიდი უკუსვლაა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოს მეზობლად, სადაც კრიკიტული ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის თავისუფალი სივრცეები შეიზღუდა, ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო რიტორიკა მეინსტრიმად იქცა და სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფები დისკრიმინაციული თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ.

საჯარო ლექციას გაუძღვება Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანი, რომელიც მიმოიხილავს მსოფლიოში და საქართველოს გარშემო რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებს.

ლექცია ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მე-200 აუდიტორიაში.

 

დასწრება თავისუფალია.



საჯარო ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით.