არქივი

2017-11-03
საჯარო დისკუსია საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საჯარო დისკუსია საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

8 ნოემბერი, 17:30 საათი სასტუმრო IOTA, ლერმონტოვის 10 თბილისი, საქართველო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ საჯარო დისკუსიას 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის შესახებ. საჯარო დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის მკვლევარები, კანონმდებლები, პროფესორები და სტუდენტები.
საჯარო დოსკუსიის ფორმატს მხარს უჭერს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამა (GIZ).