არქივი

2017-10-27
აკადემიური კონფერენცია "საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა,,

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 2017 წლის 3 ნოემბერს ატარებს აკადემიურ კონფერენციას"საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა"


კონფერენციაზე ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოწვევით. კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 2 ნოემბრის 15:00 საათამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა. შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ მოწვევას.