არქივი

2017-09-14
საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში".


საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს უძღვებოდნენ: ბილ რიჩი, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკატერინე ლომთათიძე, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი და ლევან მაისურაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


დაგროვილი თეორიული ცოდნის საფუძველზე, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ქართულ და ინგლისურ ენებზე იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩაატარეს. პროცესების დასასრულს, მათ გამოსვლებთან დაკავშირებული შეფასებები მოისმინეს.


საზაფხულო სკოლის დახურვაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემთეიმურაზ ტუღუშმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და გადასცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.  


მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება გამოეჩინათ სპორტული მონაცემები ფრენბურთის ტურნირში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.


საზაფხულო სკოლა ჩატარდა  აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში


საზაფხულო სკოლაასევემხარდაჭერილი იყო GIZ -ის ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოებისპროგრამის მიერ.