არქივი

2017-07-20
აკადემიური კონფერენციის თარიღების შეცვლის თაობაზე

გატყობინებთ,რომ, დონორთან კონსულტაციის შედეგად, გადავწყვიტეთ 2017 წლის 28-29 ივლისს დაგეგმილი აკადემიური კონფერენციის თარიღების ცვლილება. სამწუხაროდ, ივლისის ბოლო კვირაში ბევრი მოწვეული მონაწილე ვერ ახერხებს კონფერენციაზე დასწრებას და, ამასთან, კონფერენციის თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის ბოლო ფაზაში უფრო ნაყოფიერი შეიძლება გამოდგეს ფართე წარმომადგენლობითი აკადემიური დისკუსია. კონფერენციის ახალი სავარაუდო დროა 2017 წლის სექტემბრის ბოლო/ოქტომბრის დასაწყისი. ინფორმაციას კონფერენციის დაზუსტებული თარიღებისა და დღის წესრიგის შესახებ დამატებით მოგაწვდით.