არქივი

2017-07-19
“საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა“

2017 წლის 28-29 ივლისს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში"(EWMI-PROLoG) თანამშრომლობით, ატარებს აკადემიურ კონფერენციას:

 

"საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა"

 

სამუშაო ენა: ქართული

 

 

კონფერენციაზე ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოწვევით. კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 26 ივლისამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ რეზიუმეები. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ მოწვევას და დღის წესრიგს.