არქივი

2017-03-09
ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში აშშ საელჩოს პროექტის "დაწერე კანონი" პრეზენტაცია ჩატარდა

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით 9 მარტს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტის „დაწერე კანონი" პრეზენტაციას უმასპინძლა.


აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეთა კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობით საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.


პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში გაიმართა ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც ექსპერტების დახმარებით მოსახლეობა გაეცნო საკანონმდებლო პროცესს და კანონშემოქმედების პროცედურებს. მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ იდეები ადამიანის უფლებების სფეროში საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ან იციატივების შესახებ, რომელიც პროექტში ჩართული ექსპერტების და სამართლის სკოლის სტუდენტების მეშვეობით მომზადდა საკანონმდებლო წინადადებების ფორმით.


 პრეზენტაციის ფარგლებში პროექტის გუნდის მიერ აღნიშნული წინადადებების მოკლედ წარმოდგენის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა დისკუსიის ფორმატში განაგრძო.