არქივი

2014-12-03
კონფერენცია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე

3 დეკემბერს EWMI/JILEP-მა, ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსთან (OSGF) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია კონფერენციას საქართველოს ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის სამართლებრივი და პოლიტიკური აპექტების განსახილველად. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით წარსდგნენ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი თამარ თომაშვილი და თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე.


აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის და სასამართლო ხელისუფლების წარმოამდგენლები, ასევე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს ახალი კანონის მიღებას, ასევე, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. საერთაშორისო ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ, წარუდგინეს დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპული კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ და შესთავაზეს ანტიდისკრიმანიციის ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკა. საქართველოს საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მართლმსაჯულების სისტემა აწყდება აღნიშნული კანონის გამოყენებისას.