არქივი

2014-12-08
საჯარო ლექცია "საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ფარგლებში ბოლო საჯარო ლექცია "საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე” 8 დეკემბერს ჩატარდა. მას თამართომაშვილი და გიორგი დვალაძე უძღვებოდნენ.

საჯარო ლექციის მსვლელობისას ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემდეგი უფლებების და თავისუფლებების დაცვას: სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, საკუთრების უფლება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. აგრეთვე, საჯარო ლექციის მსვლელობისას განიხილეს საერთაშორისო სასამართლოების მიერ მოცემულ უფლებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების რელევანტურობა და მნიშვნელობა საქართველოსთვის.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ორგანიზატორი ექვსი უნივერსიტეტი 2014 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტს დააჯილდოებს. ღონისძიება 14:00 საათზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება