არქივი

2014-12-04
საჯარო დისკუსია „საქართველოში რელიგიის თავისუფლება და სეკულარიზმი“

საჯარო დისკუსია „საქართველოში რელიგიის თავისუფლება და სეკულარიზმი" ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

დისკუსიაზე განიხილეს რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებული კონსტიტიუციური სტანდარტები, უახლესი წარსულის გამოცდილება და გამოწვევები. საქართველოში არსებული ზოგიერთი საკანონმდებლო რეგულაცია, როგორც დაბრკოლება რელიგიის თავისუფლების განსახორციელებლად და უთანასწორო მოპყრობა.

დისკუსიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სეკულარიზმის მნიშვნელობასა და მკაცრი და ლიბერალური სეკულარიზის მოდელებზე. ამ კუთხით საქართველოს დღევანდელობასა და მომავლის პერსპექტივებზე.

საჯარო დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
გიორგი მშვენიერაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 
გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი