არქივი

2014-11-26
საჯარო დისკუსია " ქალთა მიმართ ძალადობა და საქართველოში არსებული გამოწვევები"


26 ნოემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო დისკუსია „ქალთა მიმართ ძალადობა და საქართველოში არსებული გამოწვევები".

 

  

საჯარო დისკუსიის მიზანი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სახელმწიფო პოლიტიკის და ეფექტური მექანიზმების დანერგვის კუთხით არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების განხილვა იყო. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, ქალთა უფლებებზე მომუშავე ექსპერტებმა და სტუდენტებმა.


 დისკუსიის ფარგლებში ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:


-ფემიციდი და მისი გამომწვევი მიზეზები - სახელმწიფოს მიერ აღნიშნული პრობლემის საჯარო აღიარება, მარგინალიზებული ჯგუფების ჩართულობა და მათი საჭიროების გათვალისწინება პოლიტიკის განსაზღვრისას;


-ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და სექსუალური შევიწროების კრიმინალიზაციის კუთხით არსებული მდგომარეობა;


-ოჯახში ძალადობის გამოძიებისას პატრულის პოლიციის, გამომძიებლის და პროკურორის როლი; სისხლის სამართლის წესით პირის დაკავების შესაძლებლობის და გამოძიების ურთიერთმიმართება შემაკავებელ ორდერთან.


-მსხვერპლის დაცვის მიზნით არსებული სერვისები, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციის კუთხით არსებული საჭიროებები, კრიზისული ცენტრების საკითხი და სოციალური მუშაკის როლი.


დისკუსიის მომხსნებლები იყვნენ:


-ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე; ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებლი საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2008-2013 წლებში;

-ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

-მარი მესხი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;

-ქეთევან ჩომახაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ადვოკატი;

-ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.