ლექციები და დისკუსიები

2018-10-22
საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში

22 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის" პროექტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებათა სტანდარტები ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში. საჯარო ლექცია ჩაატარა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლემ მარია ბერგერმა. მოსამართლე ბერგერი სამართლის დოქტორი და ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესიორია ევროკავშირის სამართალში. მისი პროფესიული კარიერა უკავშირდება ავსტრიის ევროინტეგრაციის პროცესებს და ავსტრიის იუსტიციის სისტემას, მათ შორის იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში მრავალწლიან მოღვაწეობას. 2009 წლიდან მარია ბერგერი ლუქსემბურგის სასამართლოს მოსამართლეა. ლექცია ჩატარდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში.