ლექციები და დისკუსიები

2018-11-22
საჯარო დისკუსია საქმეზე “საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”

2018 წლის 21 ნოემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლობით სასტუმრო იოტაში ჩატარდა საჯარო დისკუსია 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე "საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციის შეზღუდვას.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი დავით ზედელაშვილი. მომხსენებლებმა განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული არგუმენტები, ისაუბრეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე ფართო სამართლებრივ და პოლიტიკურ კონტექსტში, ასევე ამ კოდექსის რეფორმისთვის სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

საჯარო დისკუსიის ფორმატს მხარს უჭერდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი.